აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

იძულებით გადაადგილებულ პირთა კომუნალური და ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ კვლევა

იძულებით გადაადგილებული პოპულცია დაზარალებული 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად განსახლებულია შიდა ქართლის 11 კოლექტიურ ცენტრსა და წეროვანის (მცხეთა-მთიანეთი) დასახლების კოლექტიურ ცენტრში.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა რაოდენობრივი კვლევის ფრაგმენტს, რომლის ინსტრუმენტი იყო კითხვარი – მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათი, ასევე ხარისხობრივი კვლევის ფრაგმენტს – ინფორმაციის შეგროვება ჩაღრმავებული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფის საშუალებით.

რაოდენობრივი კვლევის ფრაგმენტისათვის მნიშვნელოვანია საკვლევი ჯგუფის შერჩევის გეგმა:
  • საკვლევი ჯგუფის სახეობა – იძულებით გადაადგილებული პოპულაცია,
  • შერჩევის ერთეული – მთლიანი შინამეურნეობა ანუ ოჯახი (ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს და იკვებება ერთად – საერთო ბიუჯეტით).
შერჩევის ერთეული ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი მიზანი იყო კომუნალური და სამედიცინო სერვისების შეფასება დევნილთა კონტიგენტში, ამიტომ ერთეულად მივიჩნიეთ ოჯახი და არა ცალკეული პირი.

ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ რესპოდენტად  მოიაზრებოდა ნებისმიერი მოზრდილი წევრი, რომელიც ფლობდა ამ სახის ინფორმაციას (ხშირად ინტერვიუერებს კოლექტიური გამოკითხვა უხდებოდათ ოჯახის სხვა წევრების აქტიურობის გამო).
  • საკვლევი ჯგუფის ჩარჩო – ხელმისაწვდომი პოპულაციის ფიზიკური აღნუსხვა. ჩვენ შემთხვევაში ოფიციალური სარეგისტრაციო სიები, მოწოდებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ წარმომადგენელთა მიერ, აბსოლუტურად სრულფასოვანი საკონტაქტო ინფორმაცია.
  • უარის თქმის შემთხვევები – გამოსაკვლევ პირთა 10%-ის შემთხვევაში (უარი, ცარიელი სახლი და ა.შ.). კვლევა ითვალისწინებდა  შერჩევის დამატებითი ერთეულების ჩანაცვლებას – ამის საჭიროება მაღალი რესპონსის გამო არ იყო.
საკვლევი ნიმუშის ზომა:
მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათის გამოყენების შემთხვევაში რესპოდენტების 15%-ის მოცვა შემთხვევთი შერჩევის პროცედურით არის ამ ინფორმაციის ექსტრაპოლირების საფუძველი.

წეროვანის დასახლება 1863 ოჯახი
კარალთის დასახლება 480 ოჯახი
სულ 2343 ოჯახი.

შერჩევის ნიმუში შეადგენდა 360 ოჯახს (ძირითადად 3 და 4 სულიანი ოჯახების გათვალისწინებით, 1500-მდე პირის შესახებ არის ინფორმაციის მომცველი რაოდენობრივი ფრაგმენტი).

შერჩევის მეთოდი

შერჩევის შემთხვევითი მეთოდი, უზრუნველყოფს შერჩევის ყველა ერთეულის შერჩევაში მოხვედრის თანაბარ შანსს.

მარტივი შემთხვევითი შერჩევა, შემთხვევითი რიცხვების გენერირებით, იქნა გამოყენებული 360 ოჯახის შესარჩევად. შერჩევის ჩარჩო – სიები არ იყო შედგენილი არანაირი პრინციპით – სანდოობისთვის აუცილებელი პირობა.

ოჯახების შერჩევა იყო სელექციის მეორე ეტაპი, შიდა ქართლში კოლექტიურ ცენტრებს შორის 1-ის ამორჩევა ალბათური პრინციპით.

კარალეთისა და წროვანის ტერიტორიაზე ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა კვლევა ტარდებოდა საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირების კომუნალური და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ზემოაღნიშნულ სფეროთა სერვისის გაუმჯობესების მიზნით.

სრულად >>
30.09.2009
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved