აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათი, ინსტრუქციები ინტერვიურებისათვის

ორგანიზაციული, ტექნიკური და ეკონომიკური მიზეზებით ხშირად შეუძლებელია და არც არის საჭირო ყველა რესპოდენტის გამოკითხვა. თუ ყველა წესს დავიცავთ, შესაძლებელია გამოიკითხოს გამოსაკვლევი კონტიგენტის მცირე ნაწილი, ე.წ. ,,შერჩევა” და მაინც მივიღოთ საჭირო მაჩვენებლების საკმაოდ ზუსტი შეფასება მთელი მოსახლეობისათვის.

შერჩევის ზომის განსაზღვრისას ნაგულისხმებია დანაკარგებიც, დაახლოებით 10%-მდე, უარის თქმის და ცარიელი სახლების შემთხვევები.
  • კლასტერი გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს განლაგებული გამოსაკვლევ ერთეულთა ჯგუფია.
  • ოჯახი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იკვებება და ცხოვრობს ერთად (თანამედროვე კვლევებში ოჯახი ხშირად მოიხსენება შინამეურნეობად).
კლასტერული შერჩევა, ჩვეულებრივ მოიცავს სელექციის ორ ეტაპს: დასაწყისში ხდება შედარებით დიდი ჯგუფების (რეგიონის, რაიონის, ქალაქის ან სოფლის, საკრებულოს და ა.შ,) ამორჩევა შერჩევის ჩარჩოდან, შემდეგ კი შემთხვევითად ირჩევენ კლასტერს, ხოლო გამოკვლევისას შეისწავლიან ამ კლასტერში შემავალ ყველა ერთეულს ანუ ოჯახს.

წაიკითხეთ სრულად >>

უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved