აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

მარილი და თქვენი ჯანმრთელობა

მსოფლიოში 3 მილიონი ქალი და 2,5 მილიონი მამაკაცი კვდება ყოველწლიურად ინსულტით.განვითარებულ ქვეყნებში,ინსულტი,რიგით მესამე მიზეზია სიკვდილობის ზოგად სტრუქტურაში.

არსებობს.მაღალი სარწმუნოების მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია არტერიული წნევის მომატებასთან. მაღალი წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია არის ინსულტის ძირითადი რისკ–ფაქტორი, ასევე გულის შეტევათა, გულის უკმარისობის უხშირესი მიზეზი და ზოგადად სიკვდილობისა და ავადობის განსაკუთრებული მიზეზი მსოფლიოში. ასევე აღიარებულია, რომ კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობა დაკავშირებულია მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზი, კუჭის კიბო,თირკმლის დაავადებები (უპირატესად თირკმელკენჭოვანი დაავადება), სიმსუქნე და ისეთი დაავადებების გამწვავებასთან, როგორიცაა მენიერის დაავადება,ალცჰეიმერის პათოლოგია, დიაბეტი და სხვა.

არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში ასევე ახდენს ზეგავლენას წნევის ციფრებზე და ქმნის აღნიშნული დაავადებების განვითარების ინდივიდუალურ განწყობას. ამ მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ხანდაზმულები,ეთნიკური უმცირესობანი.

საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოება რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან -- WASH – World Action on Salt and Health.

ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს მარილის შესახებ გათვითცნობიერების მსოფლიო კვირეულს. ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება მსოფლიო კვირეულებს.

2012 წლის მარილის მსოფლიო კვირეული ფოკუსირებულია მარილის მოხმარების შემცირებაზე,ინსულტის პრევენციის გზით.კვირეული გაიმართა 26 მარტი – 1 აპრილი, 2012.

კვირეულის პოსტერი ჩვენს მიერ ითარგმნა ქართულად და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ენებზე თარგმნილ პოსტერებთან ერთად დევს WASH-ის ვებ. გვერდზე  www.worldactionsalt.com.

საქართველოში არ არის მრავალრიცხოვანი კვლევები აღნიშნული კვებითი ჩვევის გავრცელების შესაფასებლად დინამიკაში. რისკ-ფაქტორთა კვლევისას 2007-2010წწ. კვების რაციონში სუფრის მარილის შეზღუდვის მხრივ რეკომენდაციისადმი დამყოლობა აღინიშნა 14,2% და 29,1%-ში, სამწუხაროდ ძირითადად უკვე განვითარებული ჰიპერტენზიის ფონზე.

რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ 2011 წლის გულის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა აქცია ,,ქალები და კარდიო-ვასკულური რისკი”, რის ფარგლებშიც გამოკითხულ ქალთა (საშუალო ასაკი 46,2წ) მარილის ჭარბი მოხმარების მაჩვენებელი შეადგენს 28,8%-ს.გამომდინარე იქედან, რომ ქართულ რეალობაში აჰ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილობის მონაცემების მხრივ, მარილის მოხმარების ოპტიმიზაცია დღიურ რაციონში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

რამდენ მარილს მიირთმევთ?
75%,მიღებული მარილისა მოდის თქვენს მიერ შეძენილ საკვებ პროდუქტებზე,მცირე ნაწილი ემატება სახლში საჭმლის მომზადებისას.მოზრდილებში,მარილის მიღების რეკომენდირებული ყოველდღიური დოზაა 6 გრამი,0–6თვის ბავშვებში<1გ/დღეში,6–12 თვის ასაკში1გ/დღეში,1–3წლის ასაკსი3გ/დღეში,4–6წლის ასაკში3გრამი დღეში,7–10 წლის ასაკში5გ,ხოლო11წლის და უფროს ასაკში–6 გრამი დღეში.

მარილის შემცირება: ინსულტის პრევენცია.
რატომ ინსულტი?
– ინსულტი არის წამყვანი მიზეზი მოზრდილთა მძიმე შრომისუუნარობის და რიგით მესამე მკვლელი განვითარებულ ქვეყნებში
– მაღალი არტერიული წნევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი  რისკის ფაქტორი ინსულტის განვითარებისათვის,ხოლო მარილი –ძირითადი რისკ–ფაქტორი წნევის მატებისა,აქედან გამომდინარე მარილი არის მიზეზი ინსულტის მრავალი შემთხვევისა.პოპულაციის დიდმა ნაწილმა არ იცის აღნიშნული კავშირების შესახებ.
– Consesus Action on Salth  and Helth ,ქმედებათა კონსენსუსის, მარილი და ჯანმრთელობა,კვლევებმა აჩვენა რომ,მარილის მოხმარების შემცირება ამცირებს ინსულტის  რისკს. გამოკვლეულთა 9/10 არ იცის,რომ ეს საფრთხის შემცველია. ,70%–ში იციან მარილის კავშირის შესახებ წნევასთან, მხოლოდ 34%–შია ცნობილი ამ კავშირის შესახებ ინსულტთან.
 
კვირეულის პოსტერი

ნაკლები მარილი=უფრო დაბალი სისხლის წნევა=ინსულტის ნაკლები რისკი
მარილი იწვევს სისხლის წნევის მომატებას,ზრდის ინსულტის–სიკვდილობისა და შრომისუუნარობის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიზეზის განვითარების რისკს.

მარილის მსოფლიო კვირეული
26 მარტი–1 აპრილი, 2012

გაიგე მეტი–ეწვიე ვებგვერდს

www.worldactionsalt.com
18.04.2012
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved