აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

მთავარი

მიხეილ წინამძღვრიშვილიმიხეილ წინამძღვრიშვილი იყო გამოჩენილი მკურნალი, თერაპევტი და კარდიოლოგი, შესანიშნავი კლინიცისტი, პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

მიხეილ წინამძღვრიშვილი მიეკუთვნება საქართველოში სამედიცინო მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ფუძემდებელთა რიცხვს.

მიხეილ წინამძღვრიშვილი, საქართველოში მეცნიერული თერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავის მოღვაწეობაში უპირატესობას კარდიოლოგიას ანიჭებდა.

კარდიოლოგია საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი დარგი, დააფუძნა აკად. მიხეილ წინამძღვრიშვილმა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა 1946 წელს, საქართველოში, მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაარსებულმა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულება გახლდათ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში.

1946 წელს, პირველად, იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, მიხეილ წინამძღვრიშვილმა დაიწყო ჰიპერტონიული დაავადების ეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს მოსახლეობაში.


ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2018. All Rights Reserved