Choose Language: ქართული English

მაისის გაზომვების თვე -- აქციის სტარტი საქარტველოში

არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგამ და ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაგეგმა.

აქციამ სტარტი იმერეთში, ქალაქ ქუთაისში  4 მაისს კლინიკა-ლჯ“-დან აიღო.

საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავ;ლელი საზოგადოიება, რომელიც ფუნქციონირებს  აკად.მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე, წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს ,,კლინიკა ლჯ“-სთან.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ზაზა ლომინაძე არის ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი და იმერეთის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. აქციას მხარი დაუჭირა ფარმაცეპტულმა კომპანიამ ,,ასფარმა“-მ.

კლინიკაშისაქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისკვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დალი ტრაპაიძე იმყოფებოდა, რომელმაც კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების თანამშრომლები, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყო.

განსაკუთრებული საჭიროება ამ ტიპის აქციების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან  არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ერთ-ერთი  მთავარი დეფექტი მისი ადრეული გამოვლენის დეფიციტია.  აღნიშნული აქციის მიზანია არტერიული ჰიპეტენიზიის გამოვლენა იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს გაზომილი წნევა ან აქვს გაზომილი,მკურნალობს გარკვეული რეჟიმით და არ აქვს მუდმივი კონტაქტი ექიმთან.

პარალელურად კამპანია დაიწყო იმერეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (ხელმძ. გოჩა გიორგიძე) თანამშრომელთა მიერ., რომელთაც არტერიული წნევა გაუსინჯეს  C  ჰეპატიტის სკრინინგის მიზნით მოსულ მოსახლეობას.  (იხ. ფოტო მასალა ფოტო გალერეაში).

 

იმერეთის რეგიონში წნევის გაზომვის კამპანიაში მონაწილეობს ასევე ქალაქ ქუთაისის ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაწესებულებები. აქცია გაგრძელდება მაისის ბოლომდე.

08.05.2017
back
This website has been financed by Open Society Georgia Foundation.
Responsibility for its contents rests entirely with the author, Georgian Society of Hypertension
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved