აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

მაისის გაზომვების თვე -- ინფორმაცია აქციის შესახებ

არტერიული ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს კლინიკური მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ბევრმა არ იცის საკუთარი წნევის ციფრების შესახებ და ასევე ისეთი სისხლძარღვოვანი გართულებების პერსონალური რისკების შესახებ, როგორიცაა თავის ტვინის ინსულტი, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და უეცარისიკვდილი.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, რომელიც ყოველწლიურად 17 მაისს ტარდება, ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა 2017 წლის მაისში გეგმავს არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგულ კვლევას.აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად უერთდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც.

პროექტი ,,მაისის გაზომვების თვე’’ -პირველი გლობალური ინიციატივაა ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით; მასში მონაწილეობას მიიღებს100-მდე ქვეყანა, დაგეგმილია 25 მლნ ადამიანის ჩართვა სკრინინგულ გასინჯვებში.

პროექტის ინიციატორთა რეკომენდაციით, სასურველია სკრინინგი ჩაუტარდეს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის (18 წლისასკისზემოთ) 1%-, რაც ჩვენი პოპულაციისთვის დაახლოებით 28 000-სშეადგენს. სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა და,ზოგადად, პროექტი მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული; ამავდროულად, სამედიცინო პერსონალს გადაეცემა საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სკრინინგი გულისხმობს არტერიული წნევის და პულსის სამჯერად გაზომვას; ასევე გროვდება ინფორმაცია ასაკის,სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ.

მოგიწოდებთ სამედიცინო პერსონალს და მოსახლეობას ჩაერთოთ აქციაში, რათა იცოდეთ თქვენი წნევის  ციფრები, გაიგოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პერსონალური რისკი და ექიმთან კონსულტირებით დროულად დაიწყოთ მაღალი არტერიული წნევის სათანადო მართვა

 

საკონტაქტო პირები:

ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავდებათა დეპარტამენტის უფროსი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - 599 111797

დალი ტრაპაიძე, კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება-599  411519

08.05.2017
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved