აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

მაისის გაზომვების თვე


ათი რჩევა ჯანსაღი წნევის შესანარჩუნებლად

1. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა - ეს დაგეხმარებათ ჯანსაღი წნევის მიღწევაში

2. ფიზიკური ვარჯიში - ივარჯიშეთ კვირაში დაახლოებით 150 წთ. წუთები გაანაწილეთ რამდენიმე დღეზე. უნდა იგრძნოთ სიმხურვალე, სუნთქვა გახდეს უფრო აქტიური, ხოლო გული ძგერდეს უფრო ძლიერად, ვიდრე ჩვეულებრივ.

3. მეტი ხილი და, განსაკუთრებით, ბოსტნეული მიიღეთ ყოველდღიურად - მიირთვით უმად ან მსუბუქად მოთუშული და არა მოხარშული, რათა უფრო სასარგებლო იყოს, ერიდეთ შემწვარს.

4. შეზღუდეთ მარილის რაოდენობა, არ დაივიწყოთ ე.წ. ფარული მარილი - მზა პროდუქტებში, პურში, მარცვლეულში; ყოველთვის გაეცანით ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

5. ინფორმაციას ცხიმის და შაქრის შემცველობის შესახებ გაეცანით ეტიკეტზე, ერიდეთ ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს, ე.წ. დაფარულ შაქარს, როგორიცაა საქაროზა, დექსტროზა, ფრუქტოზა და გლუკოზა.
6. უარი თქვით თამბაქოზე! მოწევისას აზიანებთ სისხლძარღვებს და იქმნით ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას.

7. შეამცირეთ კოფეინის მოხმარება, დაიმახსოვრეთ, რომ კოფეინი ჭარბად არის გაზიან სასმელებში, მაგალითად „რედ- ბულში“, ასევე ყავასა და ჩაიში.

8. ალკოჰოლი არ მიიღოთ ჭარბი რაოდენობით

9. გაამდიდრეთ კვების რაციონი ჭარხლითა და ჭარხლის წვენით; იგი სასარგებლოა წნევის დასაქვეითებლად.

10. სტრესი ხშირად ხდება წნევის მატების მიზეზი, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები

www.maymeasure.com #checkyourpressure
01.05.2017
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved