აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგი კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით

G 07-0060 ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი  2008წ.

გამოიკითხა საოჯახო მედიცინის ცენტრების სამედიცინო პერსონალი:
130 ოჯახის ექიმი (თბილისი, კახეთი, იმერეთი): 70 ოჯახის ექთანი, 20 ჯანდაცვის ორგანიზატორი – მენეჯერი, 20 არარეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულების ექიმი –თერაპევტი.

რესპონსი 99,5% -- 1 ექიმმა უარი განაცხადა ინტერვიუზე თბილისში.
პოპულაცია -- შერჩეული იქნა 206 რესპოდენტი, გამოიკითხა – 169.
რესპონსი 82%.

2008 წლის ბოლოსათვის
  • თბილისში გადამზადებულია 425 ექიმი, ფუნქციონირებს 7 საოჯახო მედიცინის ცენტრი, გამოკითხულია 17%, ფუნქციონირებს 93 გუნდი.
  • ახეთში გადამზადებულია 224 ექიმი, ფუნქციონირებს 9 საოჯახო ცენტრი, 32 გუნდი, გამოკითხულია 12%.
  • იმერეთში გადამზადებულია 178 ექიმი, ფუნქციონირებს 31 საოჯახო მედიცინის ცენტრი,  67 გუნდი, 20%-ია გამოკითხული.
კახეთში გადმზადებულ ექიმთა 45% არ მუშაობს – ოჯახის ექიმად, უფრო სწორად გამოკითხულთა 45% და 35% არ მუშაობს ოჯახის ექთნად.

პროექტის მიმდინარეობისას დაიბადა ახალი იდეა და გამოსაკითხ კონტიგენტს – სამედიცინო პერსონალს სამიზნე ჯგუფს დაემატა – ფარმაცევტები.

კომუნალური ფარმაცია – ტერმინი შედარებით ახალია. იგი შემოვიდა კლინიკური ფარმაციის განვითარების შემდეგ. Gგულისხმობს არა სანიტარულ ნორმებს, არამედ აფთიაქში კლინიცისტი ფარმაცვტის კონსულტაციას, კომუნალური მომსახურების გაწევას.

ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIP) მასალებით, კომუნალური ფარმაციის პრაქტიკა გულისხმობს იმ შესაძლებლობებს რითაც ფარმაცევტი პაციენტისთვის ხდება ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ყველაზე ხელმისაწვდომი სპეციალისტი.

ურეცეპტო წამლებით თვითმკურნალობის შემთხვევაში, კონსულტაციას და მონიტორინგს.
10 აფთიაქის ანკეტირება
კვლევის შედეგები:
  • 40% -- წამლის შერჩევა პაციენტის ჩივილის შესაბამისად,
  • 35% -- წამლის მიღების წესის განმარტება და  გვერდითი
ეფექტების შესახებ ინფორმირება.
  • 5% -- მარტივი სამდიცინო მანიპულაციები,
  • 20% -- წამლის შეცვლა უფრო იაფი ანალოგით.

თბილისში
  • გამოკითხულთა 88% მუშაობს ოჯახის ექიმად 2 წელია.
  • 70 %-ში საექიმო სპეციალობა იყო თერაპევტი,
  • 30%-ში – პედიატრი.
კითხვა: აღრიცხული გყავთ თუ არა მოსახლეობა თქვენს სამოქმედო უბანზე?
აბსოლიტური უმრავლესობის პასუხი ასეთია - ჯერ აღრიცხვის პროცესი 
არ დამთავრებულა, მიმდინარეობს ექთანთან ერთად ან ექთნის მიერ.

კახეთში – მოზრდილების აღწერა არ დამთავრებულა, ძირითადად აღწერილია 0 - 14 წწ. ძირითადად ექთნის მიერ.

თბილისში – მოზრდილ მოსახლეობას შორის, დაავადებათა სპექტრის პირველი სამეული:
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები.
კახეთში დაავადებათა სპექტრის პირველი სამეული:
  • გსს დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ძვალ-სახროვანი სისტემის დაავადება.
თბილისში:
დღის მანძილზე მიღებული ამბულატორული პაციენტების საშუალო რაოდენობა – 8.
ვინ წყვეტს რა დრო უნდა დახარჯოთ ერთ პაციენტზე –
  • 88% -- თვითონ,
  • 12% -- დრო ფიქსირებულია დაწესებულების განაწესით.
  • 99% თვლის, რომ მათ არ სჭირდებათ აღრიცხვის სისტემაში დამატებითი  მომზადება.
საექიმო პრაქტიკაში არსებულ შემთხვევათა უმრავლესობის დამოუკიდებელი მართვის უნარი
  • 29%-ში – ვიწრო სპეციალისტის საკონსულტაციო მონაწილეობის გარეშე;
  • 70%-ში -- ვიწრო სპეციალისტის საკონსულტაციო მონაწილეობით;
  • 1%-ში -- ვიწრო სპეციალისტის მუდმივი მონიტორირებით.
დამატებითი სწავლების საჭიროება დაავადებათა დამოუკიდებელი მართვის მიზნით:
  • დიახ – 95%-ში –68%-ში გსს დაავადებათა სფეროში; 14%-ში ონკოლოგიურ დაავადებათა სფეროში
  • არა – 5%.
ყველაზე ხშირი მომართვის მიზეზი:
  1. 100%-ში ჰიპერტენზია;
  2. ხველა;
  3. ტკივილი გულის არეში.
ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი:
  1. არტერიული ჰიპერტენზია;
  2. გულის იშემიური დაავადება;
  3. ბრონქიტი.
ყველაზე ხშირად დანიშნული პარაკლინიკური გამოკვლევა:
  • 88%-ში  სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
  • 32%-ში  ე.კ.გ.
  • 52%-ში  გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
  • 10%-ში ქოლესტეროლის განსაზღვრა სისხლში.
ყველაზე ხშირად დანიშნული ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია:
  • 62% - კარდიოლოგი;
  • 35% - ნევროლოგი;
  • 26% - ენდოკრინოლოგი;
  • 17% - ოკულისტი;
  • 12% - ონკოლოგი.
კახეთში: საექიმო პრაქტიკაში არსებულ შემთხვევათა უმრავლესობის დამოუკიდებელი მართვის უნარი ვიწრო -- სპეციალისტის საკონსულტაციო მონაწილეობით.

ყველაზე ხშირად დანიშნული ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია:
  • 56% -- კარდიოლოგი;
  • 35% -- ნევროლოგი;
  • 15% -- ოკულისტი.
ექთნების გამოკითხვა:
  • თბილისში – ძირითადი საქმიანობა – საპასპორტო მონაცემებისა და  სარეგისტრაციო ჩანაწერების წარმოება.
  • კახეთში – ძირითადი სამუშაო – რეგისტრაცია, დინამიური მეთვალყურეობის ჟურნალი.
უხშირესი ამბულატორული პროცედურები:
  • 86%-ში ე.კ.გ. ინექციები, ინჰალაცია.
  • 80% -ში წნევის გაზომვა და ინექციები ბინაზე.
კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, თქვენი, როგორც, ექთნის შესაძლებლობები ოჯახის ექიმის გუნდში ამოწურულია თუ არა?
100%-ში პასუხია – არა, მიზეზების განმარტებით:
  • ,,შეზღუდულია ექთნის უფლება-მოვალეობები”,
  • ,,საზღვარგარეთ ექთნებს მეტი უფლებები აქვთ”
  • ,,ოჯახის ექთანს აკისრია ბევრი ფუნქცია, ჩვენ კი არ ვასრულებთ, საქართველოში არ მოგვეთხოვება”,
  • ,,ბევრად მეტს ვსწავლობთ, და არ ვიყენებთ, ექთანი მარტო საპასპორტო ჩანაწერების შესასრულებლადაა საჭირო”.
კახეთში – ამბულატორული პროცედურაა – ანტროპომეტრია. არ იციან ორგანიზაციის სამომავლო გეგმები.

თბილისში:
მენეჯერის აზრით, სიკვდილის ძირითად მიზეზებს შორის საქართველოში #1, 100%-ში გამოკითხულთა აზრით – გსს დაავადებებია.
ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემთა სარწმუნოების ხარისხი – რესპოდენტთა აზრით, 95%-ში დაბალია.
მიზეზები:
  1. აუტოფსიის არ არსებობა;
  2. სიკვდილის სამედიცინო სერტიფიკატში (ფ.106) არ არის სწორად  მითითებული ძირითადი მიზეზი – რამაც განაპირობა სიკვდილი.
  3. ბინაზე სიკვდილის შემთხვევაში, პროცედურა დასახვეწია.
კახეთში:
მენეჯერის აზრით პირველ ადგილზეა გსს დაავადებები.
სიკვდილის მიზეზის ზუსტი დადგენის შემთხვევაში, 98% -ის აზრით, #1 ადგილზეა მაინც გსს დაავადებები იქნება.

თბილისში იქნება ისევ გსს დაავადებები – 100%-ში.
კახეთში: სარწმუნოების ხარისხი 100%-ში დაბალია.
მიზეზები:
  1. ძირითადად ფიქსირდება მომართვიანობის საფუძველზე.
  2. აქტიური გამოვლენის დეფიციტი.
  3. რაიონში დასაფლავების პროცედურა, უშუალოდ არ მოითხოვს  სიკვდილის ცნობას.
პჯდ რგოლში, ქრონიკულ დაავადებათა მართვის შემაფერხებელი 3 ძირითადი ფაქტორია
  • პაციენტის დაბალი ინფორმატიულობა;
  • მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვის დეფიციტი;
  • ექიმის ავტორიტეტის დეფიციტი.
თბილისში პოპულაციის გამოკითხვა.

უკანასკნელი წლის განმავლობაში ოჯახის ექიმისათვის არ მიუმართავს გამოკითხულთა 50%-ს
ვინც მიმართა:
  • 60%-ში გსს დაავადებებთა გამო;
  • 40%-ში სასუნთქი სისტემის დაავადებების გამო.
კახეთში: გამოკითხულთა 80%-ს ოჯახის ექიმი არ ყავს.
თბილისი: უკანასკნელი 12 თვის მანძილზე, მოსულა თუ არა ექიმი ან  ექთანი თქვენთან ბინაზე?
  • 68% - არა;
  • 20% -- ექთანი აღწერის მიზნით;
  • 6% -- გამოძახებით.
კახეთში 70-%-ში ექთანი, გამოძახების გარეშე სამედიცინო დოკუმენტაციის  შესავსებად.

უანასკნელი 12 თვის მანძილზე გაგიზომია თუ არა ქოლესტეროლი სახლში?
თბილისი:
  • 70% --არა,
  • 20% - დიახ, სადაზღვევო კომპანია.
გლუკოზა სახლში?
თბილისი:
  • 65% -- არა,
  • 25% -- დიახ, სადაზღვევო კომპანია.
არტერიული წნევა გაიზომა
  • 78%-ში უკანასკნელი თვის განმავლობაში,
  • 20% თვითონ,
  • 14% -- სამედიცინო მუშაკმა,
  • 54% არასამედიცინო მუშაკმა - 67%-ს  გაუზომა ოჯახის წევრმა
ასრულებთ თუ არა ოჯახის ექიმის დანიშნულებას?
  • 40% -- არა,
  • 20% -- კი.
კახეთში: – არ მყავს ოჯახის ექიმი – 80%.

დანიშნული მედიკამენტის მკურნალობას აკონტროლებს თუ არა ექიმი?
20% --კი, დიახ, მე მივმართავ საკუთარი ინიციატივით და არა დანიშნულების მიხედვით.

წნევის დამწევი მედიკამენტის მიღებისას მიმართავთ თუ არა ექიმს პერიოდულად?
20% - ში –კი, კახეთში 56% -- არა.

რა მავნე ჩვევების შესახებ გესაუბრებათ ექიმი?
50% -ში –კი, მ.შ. 48%-ში ჭარბი წონის შესახებ.
48,6%-ში არ მიუმართავს ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო  დაწესებულებისათვის.
65% იცნობს ოჯახის ექიმს, აღნიშნავს, რომ პოლიკლინიკაში მისთვის საჭირო ყველა სპეციალისტია.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ ექიმი ხშირად ჩქარობს ვიზიტის დროს.
არჩევანის შემთხვევაში, 34% -- მიმართავს სხვა დაწესებულებას.
20% კმაყოფილია, სამედიცინო დახმარების ხარისხით.
კახეთში. 70%-ში პასუხობს, რომ მომსახურება ძვირია.

ფარმაცევტების გამოკითხვა:
რა ტიპის სერვისებს ითხოვს მომხმარებელი:
  1. რეკომენდაცია ექიმის დანიშნულების დაზუსტების შესახებ –65%.
  2. რეკომენდაცია პრეპარატის შერჩევის შესახებ – 35%;
უნდა დაბრუნდეს თუ არა რეცეპტი ექიმის ყოველდღურ პრაქტიკაში?
  1. დიახ, აუცილებელია, იმიტომ, რომ აფთიაქში პროვიზორი უნდა გასცემდეს წამალს – 35%;
  2. არა, მაშინ აფთიაქის მუშაობა ჩავარდება – 33%;
  3. არა, ყველას არ აქვს ექიმთან მისვლის საშუალება _-32%.
27.03.2009
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved